„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა „ტვიტერში“ თავის ხელმომწერებს უპასუხა. პასუხებს შვეიცარიელი გიფების მეშვეობით გამოსახავდა.
ფედერერმა თავის საყვარელ მულტფილმად „ტომი და ჯერი“ დაასახელა, საყვარელ ფილმად – „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“.
როჯერის საყვარელი კერძია – პასტა, ხოლო საყვარელი ნაყინი არ აქვს, რადგან ყველა უყვარს.