ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უკვე გაწყვიტა კონტრაქტი სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ფირმა „ნაიკთან“ (Nike) და თანამშრომლობა „იუნიქლოსთან“ (Uniqlo) დაიწყო.
ფედერერი ნაიკის ერთ-ერთი სახე 2002 წლიდან იყო, ახლა კი იუნიქლოსთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ყოველ წელს 30 მილიონ დოლარს მიიღებს.
ამ კვირაში ფედერერი 2018 წლის სეზონს განაახლებს და შტუტგარტის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. პირველ წრეში მისი მეტოქე გერმანელი მიშა ზვერევი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ როჯერი გერმანიაში სამ რაუნდს გადალახავს, ATP-ის კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.