ფედერერმა ორი მატჩბოლი მოიგერია და მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა
მადრიდის მასტერსზე მეორე ბარიერი გაიარა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. 38 წლის ლეგენდას ურთულესი მატჩის გადატანა მოუწია ფრანგი გაელ მონფისის წინააღმდეგ.
როჯერმა პირველ სეტში 19 წუთში გაანადგურა მეტოქე – 6:0. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კორტზე სერიოზული ბრძოლა. მეორე სეტში ფრანგი ფლობდა მცირე უპირატესობას – მან ნაადრევი ბრეიკი შეასრულა, რასაც ფედერერმა თავისი ბრეიკით უპასუხა. ამის შემდეგ, როჯერმა მეცხრე გეიმში დაფარული მატჩბოლი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მომდევნო გეიმში მონფილსმა ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტი სეტის სცენარიც თითქმის იგივე იყო, როგორც მეორის. მონფილსმა ისევ სტარტზე გააკეთა ბრეიკი, ფედერერმა კვლავ შეძლო უკუბრეიკის შესრულება. მატჩის კულმინაცია გახდა მესამე პარტიის მე-12 გეიმი, რომელშიც მეტოქის მოწოდებაზე ფრანგს ორი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ფედერერი გადარჩა. სეტი ტაი-ბრეიკში გადავიდა, სადაც როჯერი 6:1 დაწინაურდა, ხუთმაგი მატჩბოლი მოიგო და მესამე ცდაზე მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური – 6:0, 4:6, 7:6(3).
ამ ეტაპზე ფედერერი ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება.