ფედერერმა მუხლზე ოპერაცია დაგეგმა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით გამოაცხადა, რომ გამოტოვებს 2021 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს. ამის მიზეზია მუხლის ოპერაცია, რომელიც შვეიცარიელმა უახლოეს ხანში უნდა გადაიტანოს.
„უიმბლდონის შემდეგ, ბევრი კონტაქტი მქონდა ექიმებთან იმის გასარკვევად, ხომ არ გავაუარესე სიტუაცია. სამწუხაროდ, მითხრეს, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩემი ჯანმრთელობისთვის ოპერაცია დამჭირდება. გადავწყვიტე ამ ოპერაციის გაკეთება. ახლა ბევრ კვირას ყავარჯნებით გავატარებ და ბევრი თვით გამოვეთიშები თამაშს.
რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ვიცი, რომ ეს სწორი ნაბიჯია. მინდა ჯანმრთელი ვიყო, მქონდეს შესაძლებლობა მომავალში ისევ ვირბინო. მინდა შევქმნა თუნდაც მცირე იმედი ტურში დასაბრუნებლად. რეალისტი ვარ და მესმის, რამდენად მძიმე იქნება ჩემს ასაკში დაბრუნება კიდევ ერთი ოპერაციის შემდეგ. მაგრამ მინდა ჯანმრთელი ვიყო“, – განაცხადა ფედერერმა.
როჯერმა ბოლოს უიმბლდონზე ითამაშა, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ შეწყვიტა გამოსვლა.