შვეიცარიელმა ჩოგბურთის ლეგენდამ როჯერ ფედერერმა, დუბაის ტურნირის მოგების შემდეგ, გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
37 სპორტსმენმა დუბაიში ATP 500-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო, რითაც კარიერაში საიუბილეო მე-100 ტიტულს დაეუფლა. ფინალში ლეგენდამ ორ სეტში დაამარცხა ბერძენი სტეფანოს ციციპასი – 6:4, 6:4.
„მეასე ტიტულს დავეუფლე, მადლობა ყველას თანადგომისთვის“, – დაწერა ფედერერმა ტვიტერზე.