ფედერერმა 2020 წელს „როლან გაროსზე“ და ოლიმპიადაზე თამაში დაადასტურა
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა ჟურნალისტებს გაუმხილა – რომელ ტურნირებში აპირებს გამოსვლას 2020 წელს. შვეიცარიელის სიტყვები მოჰყავს CNN-ს:
„სავარაუდოდ, როლან გაროსამდე ცოტა ტურნირი მექნება, რადგან ჩოგბურთის მიღმა დრო მჭირდება, რომელსაც ოჯახთან ერთად გავატარებ, მით უმეტეს, თუ ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში მინდა. მაშ ასე, ვითამაშებ როლან გაროსზე, ჰალეში, უიმბლდონზე, ოლიმპიურ თამაშებზე, ცინცინატის „მასტერსსა“ და აშშ-ის ღიაზე“.