ფედერერის სამწვრთნელო შტაბი ჩოგბურთელის მუხლის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია
შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერის ერთ-ერთმა მწვრთნელმა სევერინ ლიუტიმ ილაპარაკა შვეიცარიელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გასული წლის თებერვალში, ჩოგბურთელს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.
„ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ველოდით. აღდგენა ნელა მიმდინარეობს“, – განაცხადა ლიუტიმ ტელეარხ SRF-სთან ინტერვიუში.
38 წლის როჯერ ფედერერმა წელს ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ამის შემდეგ გამოაცხადა კარიერაში პაუზის შესახებ.