ფედერერის მწვრთნელი - არ მგონია, როჯერი 2021 წელს სპორტიდან წასვლას აპირებდეს
ფედერერის მწვრთნელი - არ მგონია, როჯერი 2021 წელს სპორტიდან წასვლას აპირებდეს

შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის მწვრთნელმა სევერინ ლიუტიმ კომენტარი გაუკეთა ჭორებს იმის შესახებ, რომ ლეგენდარულმა მოთამაშემ, შესაძლოა, 2021 წელს კარიერა დაასრულოს.

„როჯერს ძველებურად უყვარს ცხოვრება პროფესიულ ტურში. არასოდეს მომისმენია იმის შესახებ, რომ მას გაჩერება სურს იმ მიზეზით, რომ დაგეგმილი აქვს ცხოვრების წესის შეხვლა ან დაიღალა მოგზაურობისგან.

ასი პროცენტით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯერ ისევ უყვარს ჩოგბურთი, არ მგონია, რომ 2021 წელს განიხილავდეს სპორტიდან წასვლას”, – თქვა ლიუტიმ.

ფედერერი აგვისტოში 39 წლის გახდება. ამ სეზონში ის კორტზე არ გავა მუხლის ტრავმის გამო.