შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, საკუთარ ტვიტერზე – ახალგაზრდულ წლებში, კორტზე თავისი ქმედებები გაიხსენა:
-„ როცა ჩოგბურთში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ძალიან ემოციური და ნერვიული ვიყავი. კორტზე მუდმივად ვჩხუბობდი და ჩოგნებს ვამტვრევდი. ჩემი ყურებისას მშობლები თავს უხერხულად გრძნობდნენ. მაშინ მათ მითხრეს, რომ ასე აღარ მოვქცეულიყავი – წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აღარ ივლიდნენ ტურნირებზე ჩემი თამაშის სანახავად. მეც დავმშვიდდი, თუმცა მკვეთრად მაშინ გამოვსწორდი, როცა 19 წლის ვიყავი. როგორ გავუმკლავდი საკუთარ ნერვებს? არ ვიცი. ალბათ, ვგრძნობდი, რომ ემოციების გამო ძალიან დიდ ენერგიას ვკარგავდი. ახლა კორტზე ყოფნისას სრულებით მშვიდი ვარ“ – ამბობს ფედერერი.