მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი ვერ ითამაშებს ტოკიოს ოლიმპიადაზე. ამის მიზეზია მუხლის ტრავმა.
„სამწუხაროდ, ბალახის სეზონისას მუხლი დავიზიანე და დავთანხმდი იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ყოველ ჯერზე, როცა შვეიცარიას წარმოვადგენდი, ეს იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს კარიერაში. უკვე დავიწყე რეაბილიტაცია იმის იმედად, რომ ამ ზაფხულს შევძლო ტურში დაბრუნება. წარმატებას ვუსურვებ შვეიცარიის ნაკრებს და მას შორიდან ვუგულშემატკივრებ“, – დაწერა „ინსტაგრამში“ „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა.
ცოტა ხნის წინ დასრულებულ უიმბლდონზე ფედერერმა მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ სამ სეტში დამარცხდა პოლონელ იურკაშთან.