ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ სურს დაკავშირებული იყოს ჩოგბურთთან, მაგრამ არა მთელი სეზონის განმავლობაში.
„სამწვრთნელი სამუშაო? შესაძლოა, მაგრამ მაინც, ნაკლებად სავარაუდოა, – მოჰყავს „ეი თი პის“ (ATP) ოფიციალურ გვერდს ფედერერის სიტყვები. – ოთხი შვილი მყავს. თავს ბედნიერად ვგრძნობ, როცა შინ ვიმყოფები. განსაკუთრებით 20 წელი მუდმივი მოგზაურობების შემდეგ. ამ მომენტისთვის ვერ ვხედავ თავს მწვრთნელის როლში, მაგრამ ვინ იცის? ვისურვებ ამ სპორტში დარჩენას, მაგრამ არა წელიწადში 30 კვირის განმავლობაში“.
მარტის დასაწყისში ფედერერმა მოიგო დუბაის ტურნირი და კარიერაში ტიტულების რაოდენობა 100-მდე აიყვანა.
როჯერი, ამჟამად, მაიამის „მასტერსის“ მეოთხედფინალშია გასული, სადაც სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება.