„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა უახლოეს გეგმებზე ილაპარაკა.
„ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტე, რომ გამოვტოვებ მონრეალის „მასტერსს“, რათა საკუთარ თავს მეტი დასვენების საშუალება მივცე. მინდა პაუზა, რაც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს. დავისვენებ და მოვემზადები ცინცინატის „მასტერსისთვის“. სწორედ ამ ტურნირიდან დავიწყებ ამერიკის ღია პირველობისთვის მზადებას“, – განაცხადა ფედერერმა.
2019 წელს, 37 წლის შვეიცარიელს სამი ტურნირი აქვს მოგებული – დუბაიში, მაიამისა და ჰალეში. კვირას, ფედერერმა ხუთსაათიანი ფინალი წააგო უიმბლდონზე ნოვაკ ჯოკოვიჩთან – 6:7 (5:7), 6:1, 6:7 (4:7), 6:4, 12:13 (3:7).
მონრეალის „მასტერსი“ 5-11 აგვისტოს გაიმართება, ცინცინატის „მასტერსი“ – 11-18 აგვისტოს. აშშ-ის ღია პირველობა 26 ოქტომბერს დაიწყება.