ფედერერი ბაზელში მეათე ფინალის მოგებას შეეცდება
ფედერერი ბაზელში მეათე ფინალის მოგებას შეეცდება

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ATP ტურის ბაზელის 500-იანი სერიის ტურნირის ფინალშია.

შვეიცარიელი საკუთარ კედლებში ამ ტურნირის მეათედ მოგებას შეეცდება. ბაზელში იგი პირველ ნომრად არის განთესილი და ფინალში ავსტრალიელ დე მინუარს შეხვდება.

ფედერერმა ნახევარფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა, ხოლო ავსტრალიელმა ფინალში გასასვლელად ამერიკელ ოპელკას სამ სეტში 7:6, 6:7, 7:6 სძლია.

დღევანდელ მატჩამდე მეტოქეები ერთმანეთს არ შეხვედრიან. თუ როჯერი შეძლებს რიგით მეათე ბაზელის ტურნირის მოგებას, ის გახდება პირველი ჩოგბურთელი, რომელიც ორ სხვადასხვა საფარზე შეძლებს ამის გაკეთებას.

ჰალე (ბალახი) – 10
ბაზელი (ჰარდი) – 9