ჩოგბურთის შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ბალახის სეზონს დღეს გერმანიაში, ჰალეში გახსნის.
„ეითიფის“ (ATP) 500-იანი სერიის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში, როჯერის მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ერთით ერთია. ბოლო დაპირისპირება 2018 წლის ამერიკის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში შედგა და ყველასთვის მოულოდნელად, მილმანის გამარჯვებით დასრულდა. დაპირისპირება თბილისის დროით 19:30 საათზეა დაგეგმილი.