ფედერერი ავსტრალიის ღიაზე მონაწილეობის რაოდენობით რეკორდსმენი გახდება
შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი დაამყარებს რეკორდს ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის რაოდენობით. მომავალი ტურნირი, რომელიც 20 იანვარს იწყება, 21-ე იქნება 38 წლის ჩოგბურთელის კარიერაში. მანამდე ის პირველი ადგილს იყოფდა ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან ერთად (20 მონაწილეობა).
ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა ფელისიანო ლოპესი, რომელიც მე-18 ტურნირს დაიწყებს. 16-16-ჯერ უთამაშიათ მელბურნში ფერნანდო ვერდასკოსა და ივო კარლოვიჩს, 15-ჯერ – ნოვაკ ჯოკოვიჩს.
როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღიას ექვსგზის ჩემპიონია. მისი პირველი მეტოქე 2020 წლის გათამაშებაში ამერიკელი სტივ ჯონსონი იქნება.