ფედერაციის სუბიექტობაზე „საბურთალოს“ მიმართვის განხილვა გადაიდო - კობიაშვილის თქმით, კლუბმა აღმასკომის დადგენილება არ შეასრულა #1TVSPORT
ფედერაციის სუბიექტობაზე „საბურთალოს“ მიმართვის განხილვა გადაიდო - კობიაშვილის თქმით, კლუბმა აღმასკომის დადგენილება არ შეასრულა #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ყრილობაზე დელეგატებს სუბიექტებთან დაკავშირებით წინადადება გააცნო.

ცნობილია, რომ ყრილობის დღის წესრიგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 11 მაისამდე დაამტკიცა. აღმასკომის წევრებმა განიხილეს ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის საკითხი, რომელსაც შარშან სუბიექტის სტატუსი ჩამოერთვა. ამას გარდა, სფფ-ს წევრობაზე (სუბიექტის სტატუსს) წინადადება შეიტანეს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ და საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“.

„სფფ-ს აღმასკომის 11 მაისის დადგენილებით, სამივეს მოთხოვნა ყრილობას წარედგინებოდა იმ შემთხვევაში, თუ სფფ-ს მიმართ დავალიანება არ ექნებოდათ. „საბურთალოს“ მიერ აღმასკომის დადგენილება არ შესრულდა და ამის გამო მისი წევრობის საკითხი ყრილობას არ წარედგინება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კენჭისყრაზე წარადგინეს მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონული ფედერაციის და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წინადადებები და მათ გაწევრიანებას ყველა დელეგატმა მხარი დაუჭირა.