ფრანკ რიბერით „პსვ ეინდჰოვენი“ დაინტერესდა
ფრანკ რიბერით „პსვ ეინდჰოვენი“ დაინტერესდა

საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი შემტევი ფრანკ რიბერი „ეინდჰოვენის“ ინტერესთა სფეროში მოხდა. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ (Bild) დაწერა.

წყაროს ცნობით, 36 წლის ფრანგის სამსახურით პირადად არის დაინტერესებული ჰოლანდიური კლუბის მთავარი მწვრთნელი მარკ ვან ბომელი, რომელთან ერთადაც რიბერი „ბაიერნში“ 2007-11 წლებში თამაშობდა.

უფრო ადრე, რიბერიმ უარყო „მონაკოს“ წინადადება.

ფრანკ რიბერი „ბაიერნში“ 2007-19 წლებში თამაშობდა. სულ მან გერმანულ კლუბში 425 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 124 გოლი გაიტანა, 182 შედეგიანი პასი შეასრულა და 24 ტიტული მოიგო.