ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი – გიორგი ლორიას დამსახურებაა, მომენტებით რომ ვერ ვისარგებლეთ #1TVSPORT
ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეიდუნ კლაკსტეინმა საქართველოს ნაკრებთან წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მშვენიერი მოსამზადებელი მატჩი გამოგვივიდა. შანსი ახალ მოთამაშეებს მივეცით და მათ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. უფრო გახსნილი თამაში იყო, ვიდრე ველოდით. ზოგიერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.
ისეთი შეცდომისთვის, რაც გოლის გაშვების დროს დავუშვით, საქართველოს დონის მეტოქე ყოველთვის დაგსჯის. საუკეთესო შემადგენლობა არც ჩვენი გვყავდა, ბევრი ახალი მოთამაშე და ახალი ტაქტიკა გამოვცადეთ. დაცვას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, უფრო მეტად პრესინგსა და შეტევას ვცდილობდით.
სამწუხაროა, რომ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ, ეს გიორგი ლორიას დამსახურებაა, რომელმაც გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და დასანანია, ფრეს რომ ვერ მივაღწიეთ. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს შესანიშნავი სტადიონია, სადაც თამაში ძალიან სასიამოვნოა“.