Facebook-ზე აუქციონი გაიმართა, რომელზეც 16 წლის გოგო გაყიდეს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანი სამხრეთ სუდანში „პატარძლის სტატუსით გაყიდეს“. გოგონას სანაცვლოდ მამამ 500 ძროხა, 3 მანქანა და 10 000 დოლარი მიიღო.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
არალეგალური ინტერნეტ აუქციონის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც გოგონა უკვე „შეისყიდეს“.
Facebook-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადამიანთა ტრეფიკინგის ნებისმიერი ფორმა სოციალურ ქსელში აკრძალულია და კანონით ისჯება.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, აუქციონში არასრულწლოვანი გოგონას შეძენის სურვილი ხუთმა მამაკაცმა გამოთქვა, რომლებიც სამხრეთ სუდანის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ.
უფლებადამცველები მოუწოდებენ სამხრეთ სუდანის ხელისუფლებას, მომხდარი გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.
სამხრეთ სუდანში 18 წლამდე გოგონებს ქორწინება აკრძალული აქვთ, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით, გოგონების 52% 18 წლამდე ასაკში თხოვდება.