ფაცაცია მძიმე ტრავმას გადაურჩა - ორ თვეში სრული დატვირთვით ვივარჯიშებ #1TVSPORT
ფაცაცია მძიმე ტრავმას გადაურჩა - ორ თვეში სრული დატვირთვით ვივარჯიშებ #1TVSPORT

მარტვილის „მერანის“ ნახევარმცველ ცოტნე ფაცაციას, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურში საჩხერის „ჩიხურასთან“ დაშავდა. მარტვილის „მერანის“ ახალგაზრდა მოთამაშეს თავის ქალის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. მას ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას თანაგრძნობისა და გამხნევებისთვის. ოპერაციის შემდეგ ექიმს ვკითხე – როდის შევძლებდი ვარჯიშს. ფეხბურთით ვცხოვრობ და ფეხბურთის გარეშე ერთი დღეც კი ჩემთვის დიდი ტკივილია. საბედნიეროდ, დაზიანება არ აღმომაჩნდა იმ სიმძიმის, რომ ფეხბურთის თამაშისთვის შეეშალა ხელი“, – ამბობს ცოტნე ფაცაცია.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის დაზიანების გამო თამაში 20 წუთით შეწყდა, ცოტნე კი სასწრაფო მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, მოედანს მალე დაუბრუნდება:

„როგორც ექიმმა მითხრა, 2 თვეში ვარჯიშს სრული დატვირთვით შევძლებ. გარკვეული პერიოდი ჩაფხუტით მომიწევს თამაში, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია მოედანს დავუბრუნდე“.