ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ლიგა 2-ის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ლიგა 2-ის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა. რჩეული 11 მოთამაშე 4-3-3 სათამაშო სქემით შეარჩიეს და ასე გამოიყურება:

 

მეკარე – გურამ ჩიკაშუა („ვიტ ჯორჯია“)

მცველები – გიორგი კორიფაძე („სიონი“), გურამ ადამაძე („სიონი“), ზურაბ სეხნიაშვილი („ვიტ ჯორჯია“), გიორგი ქობულაძე („გაგრა“)

ნახევარმცველები – გიორგი ვეკუა („გაგრა“), დათა სიჭინავა („სიონი“), ივანე ხაბელაშვილი („გაგრა“)

თავდამსხმელები – თამაზ მაქაცარია („გაგრა“), შეიკნე სილა (მარტვილის „მერანი“), ნიკა ხორხელი („სიონი“)

 

სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 4-4 მოთამაშით ბოლნისის „სიონი“ და „გაგრა“ არიან წარმოდგენლები. მათ შორისაა ბოლნისელთა 20 წლის ნიჭიერი შემტევი ნიკა ხორხელი, რომელსაც უკვე ბევრმა მიაქცია ყურადღება. ორი მოთამაშე „ვიტ ჯორჯიადან“ მოხვდა, ხოლო ერთი – მარტვილის „მერანიდან“.