ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მარკო როისი კარიერას „გალაქსიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიის“ ყოფილი ფეხბურთელი მარკო როისი კარიერას აშშ-ში, „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს ცნობით, როისი ამერიკულ კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მხარეებს შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ.
გერმანელი ფეხბურთელი აშშ-ში უახლოეს დღეებში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გარიგება ოფიციალურ სახეს მიიღებს.
35 წლის როისი დორტმუნდის „ბორუსიაში“ 2012 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე თამაშობდა. გერმანულ გუნდთან ერთად ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ იყო გასული, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.