ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ რაულ ასენსიოსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ რაულ ასენსიოსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ 22 წლის ესპანელ მცველთან, რაულ ასენსიოსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„რეალის“ აკადემიის აღზრდილი რაულ ასენსიო გუნდის შემადგენლობაში ძირითადი თერთმეტეულის მცველების ტრავმების ფონზე გამოჩნდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. კლუბის მესვეურები მოედანზე მისი მოქმედებებით კმაყოფილები არიან და ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

როგორც რომანო წერს, 22 წლის ასენსიოსა და „რეალს“ შორის კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაფორმდება და ფეხბურთელი გაუმჯობესებულ ანაზღაურებასაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რაულ ასენსიო მარტის შეკრებისთვის ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემაც გამოიძახა.