ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრედლი ბარკოლა „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს #1TVSPORT
ბრედლი ბარკოლა პსჟ-თან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს თქმით, ფრანგი ფეხბურთელი მზად არის, პარიზული კლუბი მიმდინარე ზაფხულს დატოვოს, მისი შეძენის მთავარი კანდიდატი კი „ლივერპულია“.
მერსისაიდელთათვის ბარკოლას ტრანსფერი მთავარი პრიორიტეტია. ვინაიდან კონტრაქტი აღარ ხანგრძლივდება, პარიზელებს ბარკოლას გაყიდვაზე ფიქრი ზაფხულშივე მოუწევთ, რათა ის სამომავლოდ უსასყიდლოდ არ დაკარგონ.
23 წლის ბრედლი ბარკოლა „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2023 წელს გახდა. მან გუნდთან ერთად 2025 და 2026 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიმდინარე კონტრაქტი ფეხბურთელს კლუბთან 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.