ფაბიან შერი - არაფერი მახსოვს და კისერი ისევ მტკივა
ფაბიან შერი - არაფერი მახსოვს და კისერი ისევ მტკივა

შვეიცარიელი ფეხბურთელი  ფაბიან შერი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა, აცხადებს, რომ ტკივილები და თავბრუსხვევა ჯერ კიდევ აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი კუთხურისას, ჰაერში ერთმანეთს შერი და ჯემალ ტაბიძე შეეჯახნენ, რის შედეგადაც ქართველ ფეხბურთელს თავი გაუტყდა, შერმა კი რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.

ბი-ბი-სის (BBC) სპორტული ინტერნეტ გვერდი წერს, რომ პირველი დახმარება შვეიცარიელს ჯანო ანანიძემ გაუწია, როდესაც პირი გაუღო და ენა დაუჭირა, დანარჩენი კი გუნდის ექიმებმა გააკეთეს და ფეხბურთელს გონება დაუბრუნდა.

„რა საშინელებაა, არაფერი მახსოვს“, – თქვა ინგლისური ნიუკასლის შვეიცარიელმა ლეგიონერმა, როდესაც მომენტის გამეორება აჩვენეს, – „რამდენიმე წამით გავითიშე. თავისქალა თითქოს ისევ მიზანზარებს და კისერი მტკივა, მაგრამ არ ვნანობ. მთავარია, რომ მოვიგეთ“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი შვეიცარიელთა გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.