ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე თელ-ავივში დღეს გაემგზავრება
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე თელ-ავივში დღეს გაემგზავრება

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე და საქართველოს დელეგაცია თელ-ავივში დღეს გაემგზავრებიან.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის ქართველი მონაწილე ევროფესტივალის სცენაზე პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის.

რეპეტიციის შემდეგ ოთო ნემსაძე საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება.

ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.

საკონკურსო სიმღერის – „სულ წინ იარე“ მუსიკის ავტორია რომან გიორგაძე, ხოლო ტექსტი დიანა გიორგაძეს ეკუთვნის.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი