თელ-ავივში 5 მაისს ევროვიზიის ქართველ​ კონკურსანტთან, ოთო ნემსაძესთან შეხვედრა გაიმართება
თელ-ავივში 5 მაისს ევროვიზიის ქართველ​ კონკურსანტთან, ოთო ნემსაძესთან შეხვედრა გაიმართება

საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და ოთო ნემსაძის მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით, 5 მაისს, 17:30 საათზე, თელ-ავივში ევროვიზიის ქართველ​ კონკურსანტთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში ოთო ნემსაძე საკონკურსო სიმღერას, „სულ წინ იარე“ იმღერებს და ხალხური ანსამბლი „შავნაბადა“ რამდენიმე ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებს.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მას თელ-ავივის ახალი სპორტული ცენტრი მისამართზე – Ahavat Zion 17 Street მასპინძლობს.

დატოვე კომენტარი