თელ-ავივში 5 მაისს ევროვიზიის ქართველ კონკურსანტთან, ოთო ნემსაძესთან შეხვედრა გაიმართება
საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და ოთო ნემსაძის მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით, 5 მაისს, 17:30 საათზე, თელ-ავივში ევროვიზიის ქართველ კონკურსანტთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის ფარგლებში ოთო ნემსაძე საკონკურსო სიმღერას, „სულ წინ იარე“ იმღერებს და ხალხური ანსამბლი „შავნაბადა“ რამდენიმე ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებს.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მას თელ-ავივის ახალი სპორტული ცენტრი მისამართზე – Ahavat Zion 17 Street მასპინძლობს.