ოთო ნემსაძე ამსტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ყოველწლიურ პრე-ფართიში მიიღებს მონაწილეობას
ოთო ნემსაძე ამსტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ყოველწლიურ პრე-ფართიში მიიღებს მონაწილეობას

ამსტერდამში დღეს ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე პირველ რეპეტიციას გაივლის.

ოთო ნემსაძე 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ყოველწლიური პრომო ტურის ფარგლებში გასამართი პრე-ფართისთვის ემზადება, რომელსაც ტრადიციულად ამსტერდამი მასპინძლობს.

ამასთან, ნიდერლანდების სამეფოში ოთო ნემსაძე უკვე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ყოველწლიური პრე-ფართი – Eurovision in Concert დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა კონცერტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეა შესაძლებელი.