ოთო ნემსაძე ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
ოთო ნემსაძე ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი, ოთო ნემსაძე ჰოლანდიაშია.

ოთო ნემსაძე ამსტერდამში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ყოველწლიურ პრომო ტურში, 30-მდე ქვეყნის მონაწილესთან ერთად, ყოველწლიურ კონცერტზე – Eurovision In Concert იმღერებს. ვიზიტის ფარგლებში ოთო ნემსაძის შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც შედგა.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ მიმართა, რომელმაც საქართველოს კონკურსანტს წარმატება უსურვა და დიასპორის წარმომადგენლებს ოთო ნემსაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ღონისძიებაზე მომღერალმა ოთო ნემსაძემ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა და იმ სიმღერის ახალი ვერსია გააცნო დიასპორას, რომლითაც საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

Eurovision In Concert ხვალ, 6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი