„ევროსტატი“ - 2013 წელთან შედარებით, ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რიცხვი ორი პროცენტით გაიზარდა
2018 წლის განმავლობაში ევროკავშირში მცხოვრები ადამიანების 62 პროცენტი თვლიდა, რომ თითქმის ყოველთვის ბედნიერი იყო. 12 პროცენტი კი ამბობდა, რომ იშვიათად იყო ბედნიერი. მონაცემებს „ევროსტატი“ აქვეყნებს.
ევროკავშირის სტატისტიკური ოფისის ინფორმაციით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რაოდენობა ორი პროცენტით გაიზარდა.
ხალხი ყველაზე ბედნიერი ბელგიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და ფინეთშია. ამ ქვეყნების მოსახლეობის 76 პროცენტი ამბობს, რომ თითქმის ყოველთვის ბედნიერია. გამოკითხვის მიხედვით, ხალხი ყველაზე ბედნიერი ლუქსემბურგშია.
ბედნიერების ინდექსი ყველაზე დაბალი ლატვიაშია (31 პროცენტი). მას მოსდევს ბულგარეთი, ხორვატია , ლიეტუვა, საბერძნეთი და რუმინეთი.