ევროშესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - თამაშები ქუთაისში გაიმართება #1TVSPORT
ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ოთხთა ტურნირს პირველად უმასპინძლებს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ავსტრიის, დანიისა და ლიეტუვის ნაკრებები იქნებიან. მატჩები „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება.
თამაშების განრიგი:
11 ოქტომბერი
17:00 | საქართველო – ავსტრია
14 ოქტომბერი
17:00 | საქართველო – დანია
17 ოქტომბერი
17:00 | საქართველო – ლიეტუვა
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.
აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდში სამი ლეგიონერია – ბელგიური „როიალ ანტვერპენის“ მეკარე გიორგი ყავლაშვილი, ორი ნახევარმცველი, „მონაკოს“ ასაკობრივი გუნდის წევრი სანდრო ქუთათელაძე და ინგლისური „ბორნმუთის“ 17-წლამდელების შემტევი გიორგი ჩუბინიძე.
17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: საბა ასანიძე (თენგიზ სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი („როიალ ანტვერპენი“, ბელგია).
მცველები: საბა ხარებაშვილი, ანდრია ხოროიშვილი, მათე შათირიშვილი, გიორგი გვასალია, გიგი გლუნჩაძე (ყველა – „დინამო თბილისი“), დაჩი გოგოლი („სელერო“), ალექსანდრე ამისულაშვილი („საბურთალო“).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია, რეზი დანელია (ყველა – „დინამო თბილისი“), ლუკა ლაშხია („მარტვილი“), ნიკოლოზ სურგულაძე, დავით გოგილაშვილი (ორივე – „საბურთალო“), ალექსანდრე ქუთათელაძე („მონაკო“, საფრანგეთი), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი).
თავდამსხმელები: გიორგი მჟავანაძე („საბურთალო“), ვახტანგ სალია („დინამო თბილისი“).