საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებების მატჩები გაუქმდა #1TVSPORT
საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებების მატჩები გაუქმდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები აზერბაიჯანის თანატოლთა გუნდს ამხანაგურ მატჩებში აღარ შეხვდება – ინფორმაციას გამოცემა „ფუტბოლინფო“ ავრცელებს.

ამხანაგური მატჩები 18 და 21 მაისს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო. აზერბაიჯანული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანში სტუმრობაზე უარი თქვა.

ქართველი 17-წლამდელები მალე 2025 წლის ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდისთვის დაიწყებენ მზადებას, რომლის მატჩების თარიღებისა და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაზუსტებულა.

17-წლამდელთა ნაკრებების შესარჩევი ეტაპის წილისყრა 3 მაისს ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართა – გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პოლონეთს, სლოვენიასა და სომხეთს შეხვდება.