მარცხი ელიტრაუნდის ბოლო ტურში - 17 და 19-წლამდელებმა შანსებით ვერ ისარგებლეს #1TVSPORT
მარცხი ელიტრაუნდის ბოლო ტურში - 17 და 19-წლამდელებმა შანსებით ვერ ისარგებლეს #1TVSPORT

საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ელიტრაუნდში ბოლო, მესამე ტურის შეხვედრები გამართეს, ორივე ნაკრები დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში მასპინძელ იტალიასთან შეხვედრა 0:5 დათმო. იტალიელებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, 32-ე წუთზე კი უკვე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა.

17-წლამდელების ნაკრები ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ დანიას დაუპირისპირდა და მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადიოდა. სამწუხაროდ, გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი 0:7 დამარცხდა.

დანიელებმა პირველ ტაიმში სამი გოლი გაიტანეს და, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გადაუწურეს.

ამ მატჩებით საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა მიმდინარე გათამაშებაში გამოსვლა დაასრულეს.