ევროშესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - თამაშები ქუთაისში გაიმართება #1TVSPORT
ევროშესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - თამაშები ქუთაისში გაიმართება #1TVSPORT

ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ოთხთა ტურნირს პირველად უმასპინძლებს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ავსტრიის, დანიისა და ლიეტუვის ნაკრებები იქნებიან. მატჩები „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება.

თამაშების განრიგი:

11 ოქტომბერი

17:00 | საქართველო – ავსტრია

14 ოქტომბერი

17:00 | საქართველო – დანია

17 ოქტომბერი

17:00 | საქართველო – ლიეტუვა

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდში სამი ლეგიონერია – ბელგიური „როიალ ანტვერპენის“ მეკარე გიორგი ყავლაშვილი, ორი ნახევარმცველი, „მონაკოს“ ასაკობრივი გუნდის წევრი სანდრო ქუთათელაძე და ინგლისური „ბორნმუთის“ 17-წლამდელების შემტევი გიორგი ჩუბინიძე.

17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: საბა ასანიძე (თენგიზ სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი („როიალ ანტვერპენი“, ბელგია).

მცველები: საბა ხარებაშვილი, ანდრია ხოროიშვილი, მათე შათირიშვილი, გიორგი გვასალია, გიგი გლუნჩაძე (ყველა – „დინამო თბილისი“), დაჩი გოგოლი („სელერო“), ალექსანდრე ამისულაშვილი („საბურთალო“).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია, რეზი დანელია (ყველა – „დინამო თბილისი“), ლუკა ლაშხია („მარტვილი“), ნიკოლოზ სურგულაძე, დავით გოგილაშვილი (ორივე – „საბურთალო“), ალექსანდრე ქუთათელაძე („მონაკო“, საფრანგეთი), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი).

თავდამსხმელები: გიორგი მჟავანაძე („საბურთალო“), ვახტანგ სალია („დინამო თბილისი“).