„ევროპული საქართველოს“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან
„ევროპული საქართველოს“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს” წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ხვდებიან.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენენ.

„გავაცნობთ დეტალებს. ეს ეხება მ.კ-ს ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობას და მირზა სუბელიანის როლს. არის დარღვევები, რომელიც განახორციელეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლებმა და პროკურატურის თანამშრომლებმა. ჩვენ ვისაუბრებთ მათი ბრალეულობის შესახებ, ასევე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობაზე. ასევე არის ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ბრალეულობაზე საუბარი. ალბათ არასამთავრობოებს ექნებათ კითხვები და ჩვენ გვექნება პასუხები”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გასულ კვირას საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის წევრები შეხვდნენ.

დატოვე კომენტარი