„რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი 2022 წლის ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელი გახდება, – ინფორმაციას Marca და RMC Sport ავრცელებენ.
იუწყებიან, რომ პარიზულ გრანდში მაურისიო პოჩეტინოს მუშაობით კმაყოფილები არ არიან, მაგრამ არგენტინელ სპეციალისტს სეზონის ბოლომდე მიყვანის საშუალებას მისცემენ.
პარიზელები იმედოვნებენ, რომ ზიდანის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პსჟ-ს და კილიან მბაპეს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების საქმეში.