ევროპოლისა და უეფა-ს შეხვედრას სფფ-ის წარმომადგენელი დაესწრო #1TVSPORT
ევროპოლისა და უეფა-ს შეხვედრას სფფ-ის წარმომადგენელი დაესწრო #1TVSPORT

უეფა-ს სპორტული სამართლიანობისა და რეგულირების სამსახურის მმართველმა დირექტორმა ანგელოს რიგოპულოსმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სამართალდამცავი სააგენტოს (ევროპოლი) და უეფა-ს ერთობლივ კონფერენციაზე.

კონფერენციამ პირველად მოუყარა თავი ყველა დაინტერესებული მხარის ასზე მეტ წარმომადგენელს სპორტში კორუფციასთან და გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებისა და თანამშრომლობის ახალი გზების მოსაძიებლად.

კონფერენციას ონლაინ ესწრებოდა უეფა-ს 49 წევრი ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერი ვახტანგ ბზიკაძე.

ევროპოლისა და უეფა-ს ეს პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლაში და წარმოადგენს ძლიერ სიგნალს, რომ ორივე ორგანიზაცია მზადაა, გააერთიანოს საკუთარი ძალები და გააკეთოს ყველაფერი ამ ფენომენის მინიმიზაციისთვის“, – განაცხადა ანგელოს რიგოპულოსმა.

ექსპერტთა საბჭომ გააანალიზა ფეხბურთში სპორტული სამართლიანობის დაცვისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის არსებული და მომავალი საფრთხეები. ესპანეთის, იტალიის, ირლანდიისა და მოლდოვის საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, მათ ასევე განიხილეს სამართალდამცველებისა და სპორტული სამართლიანობის ოფიცერთა ოპერატიული თანამშრომლობის შესაძლებლობა საეჭვო ფსონების ადრეული ეტაპებზე გამოსავლენად.