ევროპის წამლის სააგენტომ „მერკის“ ანტივირუსული მედიკამენტის იმ პაციენტებში გამოყენების რეკომენდაცია გასცა, რომლებსაც ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აქვთ
ევროპის წამლის სააგენტომ „მერკის“ ანტივირუსული მედიკამენტის იმ პაციენტებში გამოყენების რეკომენდაცია გასცა, რომლებსაც ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აქვთ

ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ კომპანია „მერკის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების იმ ზრდასრულებში გამოყენების რეკომენდაცია გასცა, რომლებიც არ არიან ჟანგბადდამოკიდებული და აქვთ ჯანმრთელობის გაუარესების რისკი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ანტივირუსული აბი კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ უნდა მიიღონ.

წამლის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ აბები არ მიიღონ ორსულებმა.