ევროპის წამლის სააგენტომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის ეტიკეტებზე რამდენიმე გვერდითი მოვლენის დამატების რეკომენდაცია გასცა
ევროპის წამლის სააგენტომ კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთჯერადი ვაქცინის გამაფრთხილებელ ეტიკეტებზე რამდენიმე გვერდითი მოვლენის დამატების რეკომენდაცია გასცა, – წერს politico.eu. სააგენტომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით მოვლენებად თრომბოციტოპენია, თრომბოციტების დაბალი დონე, თავბრუსხვევა და ყურებში ხმაური დაასახელა.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის სარგებელი მაინც აჭარბებს ნებისმიერ რისკს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ თავბრუსხვევის 1 183 შემთხვევა და ყურებში ხმაურის 100-ზე მეტი შემთხვევა გაანალიზდა.