ევროპის წამლის სააგენტო „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს
ევროპის წამლის სააგენტო „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს

ევროპის წამლის სააგენტო „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

სააგენტო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხს 29 იანვრამდე განიხილავს. ევროპის წამლის სააგენტოს კომპანიამ შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართა.

ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, მას ავტორიზაცია ევროკომისიამაც უნდა მიანიჭოს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებას და ეფექტურობას შეაფასებს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მესამე პრეპარატი იქნება, რომელსაც ევროკავშირში კორონავირუსთან ბრძოლაში გამოიყენებენ. ევროკავშირში „ფაიზერ“ -„ბიონტექის“ და „მოდერნას“ ვაქცინა იმუნიზაციის პროცესში უკვე გამოიყენება.