ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - სოლიდარობას ვუცხადებ ყველას საქართველოში, ვისაც საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაცვა სურს
ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - სოლიდარობას ვუცხადებ ყველას საქართველოში, ვისაც საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაცვა სურს

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როთი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„სოლიდარობას ვუცხადებ ყველას საქართველოში, ვისაც საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაცვა სურს, რომ იყოს თავისუფალი და განსხვავებული. ძალადობა LGBTI-სა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მიუღებელია“,- წერს „ტვიტერზე“ როთი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას დილიდან მართავენ.

აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა. ასევე დაშავდნენ სხვა მედიის წარმომადგენლები.

ამასთან, მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.