ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით ორბელიანის მოედანზე ახალგაზრდული კვირეული გაიხსნა
ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით ორბელიანის მოედანზე ახალგაზრდული კვირეული გაიხსნა

ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, განახლებული ორბელიანის მოედანზე ახალგაზრდული კვირეული სახელწოდებით – „საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ კონცერტით გაიხსნა.

კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.

„ახალგაზრდული კვირეული“  7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. თავმჯდომარეობისთვის ქვეყანამ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა.

თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონიის ფარგლებში, სტრასბურგში ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.