ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდება უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენია, მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდება უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენია, მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატენი და კლაუდ კერნი ე.წ. ცხინვალის სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მოვუწოდებთ ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ. ამ თვალსაზრისით ხაზს ვუვსვამთ რუსეთის პასუხიმგებლობას, რომელიც აკონტროლებს საქართველოს რეგიონს – სამხრეთ ოსეთს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.