ევროპის ქვეყნებში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავის აღნიშვნა დაიწყეს
ევროპის ქვეყნებში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავის აღნიშვნა დაიწყეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სტრასბურგში გერმანელი კოლეგა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიიღო.
ომში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად, კვირის განმავლობაში მაკრონი საომარი მოქმედებების რამდენიმე ყოფილ ადგილს მოინახულებს.
ომის დასრულების ოფიციალურ დღეს, 11 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ცერემონიას პარიზში უმასპინძლებს.
ბრიტანეთში, ლონდონის კოშკთან 10 000 ჩირაღდანი აანთეს.
იტალიის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ კი რომში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
1914-1918 წლებში ევროპაში ომმა 17 მილიონი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.