პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი თბილისში სპექტაკლის ჩვენებით აღინიშნა
პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი თბილისში სპექტაკლის ჩვენებით აღინიშნა

პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 100 წლის იუბილე თბილისში, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში აღინიშნა. 1918 წლის 11 ნოემბრის საზავო ხელშეკრულებიდან საუკუნის გასვლას რეჟისორმა ჯამელ მაჰმუდის ფრანგულენოვანი სპექტაკლი სახელწოდებით „შეწირულები“ მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, კავკასიის ფრანგული სკოლისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.

„მოგეხსენებათ, ვზეიმობთ 1918 წლის 11 ნოემბრის ზავის ხელშეკრულების ასი წლის იუბილეს. ეს არის განსაკუთრებული დღე საფრანგეთისთვის. ეს არის ის დღე, როდესაც ვალდებული ვართ, გავიხსენოთ მილიონობით დაღუპული ადამიანი, რომელიც პირველ მსოფლიო ომს შეეწირა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, პარიზში იმართება სამდღიანი ფორუმი, რომელსაც პარიზის მშვიდობის ფორუმი ჰქვია. მისი მიზანია, განხილული იყოს პროექტები, რომ უფრო მშვიდობიან მსოფლიოში ვიცხოვროთ“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.

სპექტაკლის შემდეგ გამოფენა სახელწოდებით „პირველი მსოფლიო ომის აკრძალული სურათები“ გაიმართა.