ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლის შემდეგ, „მალმიომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

10:49, 15.12.2019

შვედური საფეხბურთო კლუბის „მალმიოს” ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელთან უვე რიოსლერთან გამოთხოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გუნდის პრესსამსახურმა დაწერა.

გათავისუფლების მიზეზი გახდა „მალმიოს” სამომავლო განვითარებაზე განსხვავებული შეხედულება.

“უვე მოვიდა ჩემთან მომავლის განსახილველად. ჩვენ რამდენიმე ასპექტი განვიხილეთ, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ განსხვავებული თვალსაზრისი გაგვაჩნია იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს გუნდი. მუხედავად ამისა, მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს”, – განაცხადა „მალმიოს” სპორტულმა დირექტორმა დანიელ ანდერსონმა.

რიოსლერი „მალმიოს” 2018 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. ცოტა ხნის წინ, გერმანელმა სპეციალისტმა გუნდში ევროპის ლიგის 1/16 ფინალში გაიყვანა.

მსგავსი