მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისა და მრავალი ქვეყნის მიერ შესაბამისი დამცავი ზომების მიღების გამო, „ევროპის ცურვის ლიგამ“ (LEN) გადაწყვიტა, ყველა საწყალბურთო მატჩი შეწყვიტოს.
მათ შორისაა ქალთა ევროლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრები, მამაკაცებს შორის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და მამაკაცთა ჩემპიონთა ლიგის მე-11 რაუნდი.
როდის განახლდება ეს ტურნირები, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.