ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ - იაშვილმა სანიოლის წასვლაზე ლაპარაკი არ ისურვა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ - იაშვილმა სანიოლის წასვლაზე ლაპარაკი არ ისურვა #1TVSPORT

სფფ-ის ვიცე პრეზიდენტს, ალექსანდრე იაშვილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა საქართველოს ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესაძლო წასვლის შესახებ დაუსვეს.

„მიდის თუ არა სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? მიწვევები არ მიკვირს, კარგად მუშაობს, მაგრამ ახლა მის წასვლაზე ლაპარაკის დრო არ არის. გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ეს კითხვა შემდეგ დასვით“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. საქართველო – ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.