ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრების მეტოქეების მატჩში საბერძნეთმა უნგრეთი დაამარცხა #1TVSPORT
წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების მატჩი გაიმართა. საბერძნეთის ნაკრები უნგრეთს შეხვდა და ანგარიშით 10:8 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, პირველი ორი მეოთხედი ბერძნებმა მინიმალური სხვაობთ მოიგეს (2:1, 3:2). მესამე მეოთხედში უნგრელებმა სცადეს, თამაშში გარდატეხა შეეტანათ, მეოთხედი 3:2 მოიგეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბერძნებმა მოახერხეს მობილიზება – საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგეს და იტალიის ნაკრებთან ერთად ჯგუფის ლიდერები გახდნენ.
ჩვენი ჯგუფის მომდევნო შეხვედრები 6 იანვარს გაიმართება – საქართველოს ნაკრები უნგრეთს შეხვდება, იტალია – საბერძნეთს.
4 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე მონტენეგროსა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა (10:10), პენალტების სერიაში გამარჯვება მონტენეგროს დარჩა – 20:19. ასევე ფრედ დასრულდა ხორვატიისა და ესპანეთის მატჩი (9:9) და პენალტებში მასპინძლებმა 14:12 გაიმარჯვეს.